ქ. თბილისის N98 საჯარო სკოლის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
მუხლი I. ზოგადი დებულებები
1.შინაგანაწესი შედგენილია: ,,საქართველოს კონსტიტუციის”, საქართველოს კანონების: ,,ზოგადი განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,შრომის კოდექსისა” სხვა სამართლებრივი აქტების, მათ შორის: ,,98 საჯარო სკოლის წესდების”, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის, ბავშვთა უფლებების დეკლარაციის საფუძველზე.
2.სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი სრული დასახელებაა ს.ს.ი.პ. ქ. თბილისის N98 საჯარო სკოლა. Mმისი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მარტყოფის ქ.N9, საფოსტო ინდექსი 0103, ტელ: 77 21 11; 79 02 07; 45 09 38; სკოლა არის რუსულენოვანი.
3.სკოლის მიზანი: ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. სკოლის კურსდამთავრებულების მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში კონკურენტუნარიან ადამიანებად ჩამოყალიბება.
4.სკოლის მიზნის მისაღწევად ძირითად პრინციპად აღიარებს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესის დაფუძნებას ეროვნული და მსოფლიო პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო ტრადიციებზე და მოწინავე თანამედროვე მიღწევებზე.
5.სკოლის ხედვა – მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვილი იქნება საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების და სოციალურად სწორი ორიენტაციით;
6.სკოლის მისია: მოამზადოს აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლე მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროების გათვალისწინებით უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში.
შინაგანაწესი განსაზღვრავს და აწესრიგებს:
ა) სკოლის ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს;
ბ) სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს.
7.შინაგანაწესის მიზანია განსაზღვროს:
- სკოლის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების სისტემა,:
- სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;
- სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება;
- სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობები.
მუხლი II. თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი
1.სამუშაოზე მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისაღებ პირს მოსთხოვოს:
- განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე
- შრომის წიგნაკის წარმოდგენა, არქონის შემთხვევაში კი, რეკომენდაცია უკანასკნელი საქმიანობის ადგილიდან;
- კადრების აღრიცხვის ფურცელი;
- შესაბამისი დოკუმენტები განათლების ან პროფესიული მომზადების შესახებ;
- სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სანიტარული წიგნაკი;
- პირადობის მოწმობა და რეგისტრაციის ადგილი.
3.ხელშეკრულება ფორმდება გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს ექვსი თვისა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელშეკრულებო დროით. შენიშვნა: სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ბრძანების საფუძველზე, პროფესიული დაოსტატების მიზნით, კონკრეტულ პირთან შეთანხმებით, შტატგარეშე იყოლიოს რეზერვი ან მაძიებელი (,,სტაჟიორი”) მასწავლებელი.
4.თამანშრომლის მიღებისას სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
- გააცნოს მას შინაგანაწესი.
- ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებისა და ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
6. თანამშრომელს უფლება აქვს მოშალოს დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილოს ადმინისტრაცია,
7. გაფრთხილების აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია მისცეს მას შრომის წიგნაკი და გაუსწოროს ანგარიში. (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
8. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შესაძლებელია თანამშრომლის მოთხოვნით: მისი ავადმყოფობის ან ინვალიდობის გამო, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის ან სხვა საპატიო მიზეზების გამო.
9. შრომის ხელშეკრულების მოშლა ფორმდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
10. პედაგოგთა სამუშაოდან დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად..
11. დაუშვებელია დათხოვნა, შვებულების ან დროებით შრომის უნარიანობის დაკარგვის დროს.
მუხლი III. თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობანი
1. სკოლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
- ზუსტად შეასრულონ სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.
- დაიცვან შრომის დისციპლინა, როგორც სკოლაში წესრიგის საფუძველი. დროულად გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, დაიცვან სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი:
- მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
- დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა.
- უწყვეტად სრულყოფდნენ კვალიფიკაციას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად
- პასუხი აგონ სწავლება-სწავლის შედეგებზე.
- აღზარდონ ღირსეული, განათლებული, სამოქალაქო ცნობიერების პიროვნებები.
- არ დაუშვან დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით.
მუხლი IV ადმინისტრაციის ძირითადი მოვალეობანი
სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია:
1. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვროს სკოლის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშავოს ბიუჯეტი, შეასრულოს თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.
2. შექმნას ობიექტური და დემოკრატიული შეფასების სისტემა: სკოლის, პედაგოგთა, მოსწავლეთა და სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და სრულყოფის მიზნით.
3. ზედამხედველობა გაუწიოს სასწავლო –აღმზრდელობით პროცესს, პასუხი აგოს მის ორგანიზებასა და ხარისხზე.
4. ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში
5. აკონტროლოს სკოლის თანამშრომელთაA მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება. დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები დამრღვევთა მიმართ;
6. შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ხელშემწყობი გარემო, მოაწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლა, გავრცელება და დანერგვა:
7. იზრუნოს სკოლის თანამშრომლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის ჰარმონიული, უკონფლიქტო გარემოს ფორმირებაზე.
8. მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს სკოლის მართვაში მათი მონაწილეობა.
9. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავოს სტიპენდიების, პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები;
10. შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.
11. უზრუნველყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა.
12. გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში, (არაუგვიანს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისა).
მუხლი V. სამუშაო დრო და პირობები
1.სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული გრაფიკით:
180-185 სასწავლო დღით, ხუთდღიანი სამუშაო კვირითა და ორი დასვენების დღით.
2.პედაგოგთა კვირეული სამუშაო დრო განისაზღვროს ფორმულით: კვირეული დატვირთვა გამრავლებული ორზე.
3.პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და დარჩეს ამ მუხლის ,,2” პუნქტის შესაბამისად, ყოველდღიური საათობრივი ნორმატივის გათვალისწინებით.
4.პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და დაოსტატების მიზნით დახარჯუ;ლი დრო (პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამები) ჩაითვალოს სამუშაო დროთ .
5.ადმინისტრაციის და სხვა თანამშრომელთა სამუშაო დრო განისაზღვროს კანონმდებლობოთ დადგენილი წესით. (40-41 საათი კვირაში)
6.სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით.
7.გაკვეთილების ცხრილს, დღის რეჟიმსა და სამუშაო დღის ხანგრძლივობას თითოეული მუშაკისათვის, განსაზღვრავს ადმინისტრაცია და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
8.გაკვეთილების ცხრილისა და სამუშაო Gგრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია.
9.საწარმოო თათბირზე, კათედრისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
10.დასვენების დღეები და კუთვნილი შვებულება განისაზღვრება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
11.არდადეგების დაწყებისას დირექტორი გამოსცემს ბრძანებას და განსაზღვრავს პედაგოგთა სამუშაო დროს და ღონისძიებათა განრიგს.
მუხლი VI. დირექტორის განკარგულებათა თანამშრომლებამდე დაყვანის წესი
1. დირექტორის განკარგულება თანამშრომლებამდე დაიყვანება განკარგულების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრით, საწარმოო თათბირზე განცხადებით ან ადმინისტრაციის წევრთა მეშვეობით.
მუხლი VII. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი და შესაბამისი ღონისძიებები
1.საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესების, ქორწინების, მძიმე ოჯახური გარემოებების ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით (რომელშიც მიუთითებს, შემცვლელის ვინაობას და ანგარიშსწორების პირობებს) მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლი საგანგებო სიტუაციაში, აცნობოს ადმინისტრაციის წევრებს, არაუგვიანეს ერი საათისა, სამუშაოს დაწყებამდე .
2.შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი.
3.სამსახურში გამოცხადების შემდეგ, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს გაცდენილი სამუშაო დრო, ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გრაფიკით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს წინასწარი შეთანხმება კონკრეტულ პირთან, მისი შეცვლის თაობაზე).
მუხლი VIII. წახალისება წარმატებისთვის
1.სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი:
მადლობის გამოცხადება;
ფასიანი საჩუქრის გადაცემა;
პრემია ან ფულადი ჯილდო და სხვა.
2. წახალისება ცხადდება ბრძანებით, ეცნობება სკოლის მთელ კოლექტივს და შეიტანება მუშაკის შრომის წიგნაკში.
მუხლი IX. პასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის
1.თანამშრომელის მიერ შრომის შინაგანაწესითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა, მათ შორის: დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა ან თვითნებური მიტოვება, სასკოლო დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოება; გაკვეთილიდან მოსწავლის გაძევება ზედამხედველის გარეშე, სწავლება – სწავლის დაბალი ხარისხი, მოსწავლის, მშობლის ამ თანამშრომლის შეურაცხყოფა და კონფლიქტის გაღვივება, კოლეგიალობისა და თანამშრომლობის ეთიკის დარღვევა ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს:
შენიშვნას.
საყვედურს.
სასტიკ საყვედურს.
დათხოვნას.
2.გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შეიძლება შეეფარდოს სასჯელის ერთ-ერთი ნორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად
3.დისციპლინური სასჯელის დადება შეუძლია სკოლის დირექტორს.
4.სასჯელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება, თანამშრომლის უარი ახსნა-განმარტების მიცემაზე (რაც დასტურდება აქტით) არ შეიძლება ჩაითვალოს წინააღმდეგობად, მის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენებისათვის.
5.ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, თანამშრომლის ავადმყოფობასა და შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
6.ბრძანებას დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, თანამშრომელი უნდა გაეცნოს სამი დღის განმავლობაში და დაადასტუროს ხელმოწერით.
7. სასჯელის მოქმედების პერიოდში, თუ თანამშრომელი კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მიაღწევს წარმატებას, ადმინისტრაციას უფლება აქვს მოუხსნას სასჯელი ვადამდე ადრე.
8.დათხოვნა დისციპლინური სასჯელის სახით გამოიყენება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ან თანამშრომლის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა თუ გამოიწვევს მძიმე შედეგს.
9.ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი X. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანისა და დათხოვნის პირობები
სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ, ან მიმდინარე წელს უსრულდებათ სკოლის ასაკი (6 წელი), იქნება ეს საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე.
1.I კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე
დაბადების მოწმობის დედანი
ბავშვის სამედიცინო ფორმა--#26
მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლის) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4
სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება.
2.სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში:
მოსწავლის პირადი საქმე,
ბავშვის სამედიცინო ფორმა--#26
მიმდინარე შეფასება,
ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ,
მიმღები კომისიის დასკვნა.
3.სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც დაცული უნდა იყოს:
განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე
დაბადების მოწმობის დედანი
ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4
მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლის) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების შედეგები.
მიმღები კომისიის დასკვნა
სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება.
4.მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მოსწავლეთა რეგლამენტი ამოწურულია.
შენიშვნა: სკოლის მოსწავლეთა დასაშვებ კონტიგენტს განსაზღვრავს ადმინისტრაცია, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.
5.ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი.
6.მოსწავლე კლასიდან მომდევნო კლასში გადაიყვანება პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითი საბოლოო შედეგებისა და დამამთავრებელი გამოცდების საფეძველზე.
7.კონკრეტულ საგანში ან საგანთა ჯგუფში წარუმატებლობის შემთხვევაში, მოსწავლეს ეძლევა დავალება განსაზღვრული ვადით და წარმატებით დაძლევის შემთხვევაში იშვება მომდევნო ეტაპზე.
8.თუ მოსწავლე ვერ აღწევს წარმატებას, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოს თანხმობით, იგი რჩება კურსის განმეორებით მოსასმენად.
შენიშვნა:
ა) შეფასების ათბალიანი სისტემით წარმატების მინიმალურ ბარიერად ითვლება 4-ზე მეტი ქულა.
ბ)შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეთათვის მოქმედებს სპეციალური პროგრამები და შეფასების სისტემა.
9.მოსწავლეთა სკოლიდან დათხოვნა რეგულირდება მოსწავლეთა ქცევის კოდექსით, შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი XI. მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) და სკოლის უფლება - მოვალეობანი
1.სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები და დავის წარმოშობის შემთხვევაში – გასაჩივრების მექანიზმები.
2. ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე თანახმაა დაარღვიოს ხელშეკრულება ან ერთ-ერთი მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
M
მუხლი XII. მოსწავლეთა ვალდებულებები
1. ყველა მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლაში არსებულ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს.
2.მოსწავლე ვალდებულია გაეცნოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის ყველა პუნქტს და ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
3.მოსწავლე ვალდებულია, შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას მის მიერ ქცევის კოდექსის ნებისმიერი დარღვევისას.
4.მოსწავლე ვალდებულია სისტემატიურად დაესწროს გაკვეთილებს და სკოლის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ ღონისძიებებს.
5.პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება, განიხილება როგორც ქცევის კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სასჯელს.
6.მოსწავლე ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები, არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას.
7.მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც სკოლა მას დროებითი სარგებლობისთვის გადასცემს.
8.ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მოყენებული ზარალი.
9.მოსწავლე ვალდებულია სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი.
10.მოსწავლე ვალდებულია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რომელიც შეურაცხყოფს სხვათა ღირსებას, არღვევს პიროვნების ემოციურ და ფიზიკურ მდგრადობას, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს სასჯელს.
11.მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს კეთილგონივრულ მითითებებსა და მოთხოვნებს.
12.მოსწავლე ვალდებულია სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის; სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში.
13.მოსწავლე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებს და აღჭურვილობას და დაზიანების შენთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.
14.მოსწავლე ვალდებულია სკოლის შენობაში ატაროს სამკერდე ნიშანი.
მუხლი XIII. Mმოსწავლის წახალისება წარმატებისათვის
1.სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისთვის მოსწავლე ჯილდოვდება:
სტიპენდიით გარკვეული ვადით;
სიგელით;
დიპლომით;
ფულადი პრემიით;
და სხვა ჯილდოებით.
მუხლი XIV. Mმოსწავლისათვის შეუფერებელი ქცევის შედეგები
მოსწავლის მიერ ქცევის კოდექსის, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინარულ ზომებს:
ა) მშობელთან დაკავშირება და თათბირი:
გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მოსწავლის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელის მოწერით;
ბ)გასაუბრება დირექტორთან:
გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას დირექტორთან, მოსწავლის პირად საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და შესაბამისი სასჯელის ზომის შესახებ;
გ) საყვედურის გამოცხადება:
გულისხმობს მოსწავლისათვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას;
დ) გამოსაცდელი ვადის დაწესება.:
გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას და დამრიგებლისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას.
ე) სკოლის სერვისით სარგებლობის პრივილეგის ჩამორთმევა:
გულისხმობს ქცევის კოდექსის დარღვევისას სკოლის ცალკეული სერვისით სარგებლობით უფლების ჩამორთმევას. Mმაგალითად, კომპიუტერული ქსელი, ინტერნეტი, ექსკურსიაზე წასვლის უფლება და ა.შ.
ვ) ზარალის ანაზღაურება:
გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი, ან მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით.
ზ) საზოგადოებრივი სამუშაო:
გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა: სკოლის ეზოსა და შენობის გასუფთავება, ნარგავების მოვლა, დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და სხვა.
თ) აკრძალული ნივთების კონფისკაცია
გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის (მობილური ტელეფონები (გაკვეთილზე), ლაზერები, იარაღი და ა.შ.) ჩამორთმევას და მშობლისთვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას.
ი) სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა
გულისხმობს: მოსწავლის მიერ მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, სკოლაში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში სკოლიდან დათხოვნას და სამართალდამცავ ორგანოებისთვის გადაცემას.
კ) ფიზიკური დასჯა
დაუშვებელია მოსწავლის ფიზიკური დასჯა და ფიზიკური ძალის გამოყენება დისციპლინარული ზომის სახით; საჭირო ძალა, რომელიც გამოიყენება თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ დასჯად.
ლ) სკოლიდან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დათხოვნა
იგულისხმება მოსწავლის ჩამოშორება გაკვეთილებიდან ან სკოლის მიერ ორგანიზებული სხვა აქტივობებიდან.
მ) მოსწავლის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა:
იგულისხმება მოსწავლისთვის შეუფერებელი საქციელისთვის მისი კუთვნილი სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა. Mმოსწავლეს ეძლევა საშვალება ერთი კვირის განმავლობაში ყოფაქცევის გამოსწორებით დაიბრუნოს საკუთარი ნივთი.
სასჯელის ამ ფორმის გამოყენება ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ წესებს:
გაკვეთილიდან მოსწავლის დათხოვნის უფლება აქვს პედაგოგს, მაგრამ იგი მოვალეა, მოსწავლეს მიუჩინოს ზედამხედველი: კლასის ხელმძღვანელი, კლასის მშობელი ან დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა პირი;
სკოლიდან მოკლევადიანი (ერთი, ხუთი ან ათი დღით) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია სკოლის დირექტორს ან მის მოადგილეს, მას შემდეგ, რაც შეხვდებიან მშობელს და აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებს და ხანგრძლივობას. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოსწავლე ვალდებულია, ორი დღის განმავლობაში აანაზღაუროს გამოტოვებული მასალა;
გადაწყვეტილებას სკოლიდან გრძელვადიანი (ათ დღეზე მეტი დროის განმავლობაში) დათხოვნის შესახებ ღებულობს სკოლის დირექტორი მას შემდეგ, რაც ამოიწურება სასჯელის ყველა სხვა ზომა.
გრძელვადიანი დათხოვნის შემთხვევაში, მშობელს უნდა მიეცეს წერილობითი დასკვნა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას:
1.ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ;
2.გასაჩივრების უფლებისა და მექანიზმების შესახებ;
3.იმ პირის Dშესახებ, ვისაც უნდა მიმართოს გასაჩივრების შემთხვევაში;
4.გასაჩივრების ვადების შესახებ.
მუხლი XV. შეფასების სისტემა
1.სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგიურ და სამეურვეო საბჭოებთან შეთანხმებით შეიმუშავებს:
სკოლის თვითშეფასების;
მოსწავლის ცოდნის შეფასების;
გაკვეთილის შეფასების;
პედაგოგთა შეფასების;
მოსწავლეზე და მასწავლებელზე დაკვირვების;
მონიტორინგისა და შედეგების დემონსტრირების წესს, მახასიათებლებსა და გაზომვად მაჩვენებლებს.
2.მოსწავლის ცოდნის შეფასება წარმოებს ათბალიანი სისტემით.
მუხლი XVI. სკოლის შიდა კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები
1.სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს დირექტორი და ასახავს მის მიერ გამოცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში.
2.სკოლის შიდა კონტროლის მექანიზმებია:
სასწავლო – აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა საწარმოო თათბირზე, პედაგოგიურ და კათედრის სხდომებზე;
სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება - ჩატარება და პედაგოგთა მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების წარმოჩენა – განზოგადება;
დაკვირვება პედაგოგზე. რაც გამოიხატება: გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;
ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება: შიდა სასკოლო წერის, ტესტირების, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;
მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვითა და ანკეტირებით;
არასამთავრობო და დამოუკიდებელი ორგანიზაციების გამოკითხვის მასალების ანალიზით.
მუხლი XVII. შინაგანაწესში ცვლილების შეტანის წესი
1.შინაგანაწესის ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება ხორციელდება დასაბუთებული აუცილებლობის ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამისობის შემთხვევაში.
მუხლი XVIII. შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები
1.ქვემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი დოკუმენტები:
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
პედაგოგის პროფესიული სტანდარტი
სკოლის შეფასების სისტემა;
თანამდებობრივი ინსტრუქციები;
ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის
ხელშეკრულება სკოლასა და თანამშრომელს შორის
წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და აზუსტებს მას.
სკოლის შინაგანაწესი გამოიკვრას თვალსაჩინო ადგილას და ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.
ვამტკიცებ:
სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე: /
მოსწავლეთა თვითმმართველობის
თავჯდომარე: /
